on
ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ
CSS Grid Layout (სპეციფიკაცია) ან უბრალოდ ბადეები - ეს არის მოხერხებული ტექნოლოგია ვებ-გვერდებზე ელემენტების გასაწყობად. ფლექს ბოქსებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ მხოლოდ ერთ განზომილებასთან, ბადეები იძლევა ერთდროულად ორთან მუშაობის საშუალებას: ჰორიზონტალურთან და ვერტიკალურთან.
ვების გარიჟრაზე, განლაგების შესაქმნელად, რომელიც უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე ერთი სვეტი, გამოიყენებოდა ცხრილები. მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ცრილები არ იყო ამისათვის შექმნლი. დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ სემატიკურ სიმძიმეზეც, მაგრამ ცალკე თითოეული ელემენტის სტილიზაც იყო ძალიან მოუხერხებელი. ცრილი იყო საშუალება სხვა უკეთესის არარსებობის გამო. ბადეები კი თავიდანვე შეიქმნა გვერდზე განლაგებების შესაქმნელად.
ბადეების მუშაობის პრინციპი მიემსგავსება ცრილებს. ნაცვლად ელმენტების განლაგებისა მხოლოდ სტრიქონში ან მხოლოდ სვეტში, ბადეებში განიხილება ეგრეთწოდებული უჯრიედის ცნება, რომლის საშუალებითაც ელემეტების განლაგება შესაძლებელია ერთდროულად, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად.
ამ სახელმძღვანელოში გამოყენებულია ხშირად გამოყენებადი და დამდგარი თვისებები. იმის გამო, რომ სპეციფიკაცია გადის აქტიური განვითარების ფაზას, ზოგი რამ შესაძლოა შეიცვალოს. თუ რომელიმე თვისებას ვერ მოძებნით აქ, უნდა მიმართოთ ოფიციალურ სპეციფიკაციას.