ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲔᲑᲘ

CSS Grid სპეციფიკაციის საბაზო ტერმინები, რომელიც გამოიყენება ეკრანზე ბადის გასაშლელად.

Grid-კონტეინერი: წინაპარი ელემენტი, რომლისთვისაც გამოიყენება თვისება display: grid.

Grid-ელემენტი: შვილობილი ელემენტი, Grid კონტეინერის პირდაპირი შთამომავალი. ემორჩილება ბადის განლაგების წესებს.

Grid ხაზი: ბადის სტრუქტურის მაფორმირებელი გამყოფი ხაზი. არის ვერტიკალური (კოლონის Grid ხაზი) და არის ჰორიზონტალური (სტრიქონის Grid ხაზი). განლაგებული კოლონის ან სტრიქონის ორივე მხარეს, გამოიყენება Grid ელემენტების მისაბმელად.

ვერტიკალური Grid ხაზი

ლურჯი ხაზი - ვერტიკალური Grid ხაზი

Grid უჯრა: სივრცე მეზობელ Grid ხაზებს შორის. Grid ბადის ერთეული.

 Grid უჯრა

Grid უჯრა - პირველ-მეორე ჰორიზონტალურ Grid ხაზებსა და მეორე-მესამე ვერტიკალურ Grid ხაზებს შორის.

Grid ზოლი: სივრცე ორ მეზობელ Grid ხაზებს შორის. ადვილი წარმოსადგენია თუ ვიფიქრებთ სტრიქონებზე ან კოლონებზე.

 Grid ზოლი

ჰორიზონტალური Grid ზოლი - მოთავსებულია პირველ და მეორე ჰორიზონტალური Grid ხაზებს შორის.

Grid სივრცე: არე, შემოსაზღვრული ოთხი Grig ხაზით. უჯრების რაოდენობა შეიძლება ნებისმიერი, როგორც ჰორიზოტლურად ისე ვერტიკალურად.

 Grid სივრცე

Grid სივრცე პირველ და მესამე ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ Grid ხაზებს შორის.